კომპლექსური ანალიზის ჯგუფი არის მკვლევართა გაერთიანება, რომელთა მიზანია კლასიკური კომპლექსური ანალიზის მეთოდების გაღრმავება და მათი გამოყენება სხვადასხვა სახის თანამედროვე ფუნდამენტური მათემატიკური პრობლემების ანალიზისათვის.
ანალიზური ფუნქციის სასაზღვრო ამოცანები, კონფორმული ასახვის ფუნდამენტური პრობლემები, განზოგადებული ანალიზური ფუნქციების გლობალური თეორია, კვანტური სისტემების მართვა და კვანტური გამოთვლები წარმოადგენენ ჯგუფის კვლევების თემატიკას, რისთვისაც იყენებენ ალგებრული ტოპოლოგიის, დიფერენციალური გეომეტრიის და მართვის გეომეტრიული თეორიის თანამედროვე მეთოდებს.
ჯგუფის წევრები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების წამყვანი მეცნიერები არიან. კვლევების თემატიკა არის ანალიზურ ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანების, განზოგადებულ ანალიზურ ფუნქციათა და მართვის გეომეტრიული თეორიის მეთოდების გამოყენება და გავრცობა კვანტური სისტემების მართვის ამოცანებისათვის.